იმისათვის რათა უფრო ნათელი გახდეს რა მომსახურებას სთავაზობს რობის ხალიჩების სამრეცხაო მომხმარებელს, ჩვენ სამრეცხაოს ერთ ერთ დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელს ბატონ რობერტ ბოკოვს გავესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

 

-         ბატონო რობერტ, პირველ რიგში, დაგვიანებით, გილოცავთ კომპანიის გაფართოვებას და ხალიჩების სამრეცხაოს გახსნას. იქნებ გვითხრათ ორიოდე სიტყვა ამის შესახებ.

-         მოგესალმებით, მადლობას მოგახენებთ მოლოცვისთვის. ხალიჩების სპეციალიზირებული სამრეცხაო ჩვენ 2015 წლის ნოემბერში გავხსენით საქართველოში. სიტყვას სპეციალიზირებულს შემთხვევით არ ვახსენებ, ჩვენ ხალიჩების სამრეცხაო გავხსენით, რომელიც მხოლოდ ხალიჩებს რეცხავს ხალიჩის სარეცხი ტექნოლოგიის გამოყენებით. ჩვენთან, საქართველოში, მიღებული მეთოდია რომ ხალიჩა, ჩვეულებრივ, ავტოსამრეცხაოში ირეცხება ავტოსამრეცხაო ტექნიკის გამოყენებით რაც არასწორი პრაქტიკაა ვინაიდან ავტოსამრეცხაო ტექნიკის გამოყენება აზიანებს ხალიჩას და ამავდროულად ავტოსამრეცხაო შამპუნი რომელიც დამზადებულია კაუსტიკური სოდის გამოყენებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

-         გვიამბეთ ხალიჩის სპეციალიზირებული სამრეცხაო რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ავტოსამრეცხაოსგან სადაც ირეცხება ხალიჩები.

-         რითი განსხვავდება? უფრო იოლი იქნება სასაუბროდ იკითხოთ რა აქვთ საერთო ამ ორი ტიპის სამრეცხაოს. თუ არ ჩავთვლით რომ ხალიჩა წყლით ირეცხება ორივეგან საერთო არაფერი აქვთ, აქედან გამომდინარე განსხვავება ძალიან დიდია. ხალიჩების სპეციალიზირებულ სამრეცხაოში ხალიჩა ირეცხება ხალიჩის სარეცხი სპეციალური აპარატით, და არა წყლის მაღალი წნევის აპარატით ე.წ. „კერხერით“. ავტოსამრეცხაოში „კერხერით“ გარეცხილი ხალიჩა ზიანდება მაღალი წნევისგან, აგრეთვე დროთა განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი ხალიჩის ზედაპირიდან წყლის მაღალი წნევის გამოყენების გამო იპრესება ხალიჩის ძირში და რჩება სამუდამოდ. ჩვენთან კი ხალიჩა ირეცხება ხალიჩის სარეცხი აპარატით, მბრუნავი ჩოთქი ასუფთავებს და ჭუჭყს მთლიანად გამოდევნის ხალიჩიდან, ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ხალიჩის სამრეცხაოში გარეცხილი ხალიჩა ავტოსამრეცხაოში გარეცხილი ხალიჩისაგან. რეცხვის შემდგომ ჩვენ ხალიჩას ვწურავთ, დიახ ვწურავთ, ისევე როგორც თქვენ თქვენს ტანსაცმელს რეცხავთ სარეცხ მანქანაში და შემდეგ სარეცხი მანქანა ტანსაცმელს წურავს, იმავე პრინციპით ვწურავთ ჩვენ ხალიჩებს ხალიჩების საწურში. ხალიჩის საწურიდან გამოსული ხალიჩა თითქმის მშრალია. ამის გამო ჩვენ უამინდობა ვერ გვაფერხებს, ვერ გვაფერხებს წვიმა, ყინვა, ქარი და ა.შ.  გაწურული ხალიჩა თავსდება ძელზე მზის ქვეშ ან საშრობში, 1 საათში უკვე ხალიჩა მზად არის და გადადის საწმენდ ოთახში სადაც მტვერსასრუტით იწმინდება. ამის შემდგომ ჩვენ ხალიჩას პოლიეთილენის პარკში ვფუთავთ და ვამზადებთ მომხმარებელთან მისატანად.

-         იქნებ ჩამოვთვალოთ რა პროცედურებს გაივლის ხალიჩა მომხმარებლის სასურველი მისამართიდან წამოღებიდან მის დაბრუნებამდე.

-         კარგით დავიწყოთ;

o   შეკვეთა;

o   ტრანსპორტირება;

o   გაბერტყვა;

o   რეცხვა;

o   გაწურვა;

o   მტვერსასრუტით წმენდა;

o   შეფუთვა;

o   უკან დაბრუნება;

 

-         ხალიჩის გარეცხვა საკმაოდ შრომატევადი ყოფილა. ბოლოსთვის იქნებ გვითხრათ რა რჩევას მისცემდით მათ ვისაც ხალიჩის გარეცხვა უნდათ, რას მიაქციონ ყურადღება.

 

-         უმთავრესი არის როგორც უკვე აღვნიშნეთ ხალიჩის გარეცხვა მოხდეს ხალიჩის სამრეცხაოში და არა ავტოსამრეცხაოში, ამის შემდეგ უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალიჩა ნორმების დაცვით იყოს დაკეცილი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოთ ტრანსპორტირება, ეს მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ ხალიჩის დაზიანება. აგრეთვე მათ ვისაც ანდობთ ხალიჩის რეცხვას უნდა იცოდნენ ხალიჩის გაფენის ნორმები რათა არ გაიწელოს და არ დეფორმირდეს ხალიჩა გაშრობის შემდგომ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის რათა მომსახურების ხარისხი მიახლოებული იყოს იდეალურთან, რასაც ჩვენს კონკურენტებზე ვერ ვიტყვით რადგან ისენი ხალიჩის ტრანსპორტირებასაც კი სამომხმარებლო ავტომობილით ახორციელებენ და იყენებენ ავტომობილის ღია საბარგულს რომელიც ჭერზე არის დამონტაჟებული და წვიმაში, თოვლში თუ ყინვაში ხალიჩა ღია სივრცეში ტრანსპორტირდება. მომხმარებელს, ცალსახად, ჩვენს კომპანიას არ ვურჩევ რადგან მიკერძოებაში ჩამეთვლება მაგრამ თუ გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს მოგებულები დარჩებიან.


;