ჩვენ nasiol ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით საქართველოში!
თარიღი: 30.12.2019
დიტელინგ გარაჟი, ნანოტექნოლოგიებში მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, nasiol-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პროდუქციის დისტრიბუტორი გახდა საქართველოში.   ნასიოლი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, მისი ნანოტექნოლოგიური პროდუქტი კი წამყვან პოზიციებს იკავებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტესტებში.   ძალიან მალე შემოგთავაზებთ ქართულ ვებგვერდს და ონლაინ მაღაზიას. www.nasiol.com


დიტეილინგ გარაჟი რობისგან
თარიღი: 13.09.2019
რობიმ საკუთარ მომხმარებელს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა და პრემიუმ მომსახურების დიტეილინგ გარაჟი გახსნა. დიტეილინგ გარაჟში მომხმარებლებს შევთავაზებთ: პრემიუმ კლასის ქიმიურ წმენდას; დიტეილინგ პოლირებას; ავტომობილის კერამიკულ დამუშავებას; ტყავის რესტავრაციას; თუნუქის ცივად გასწორებას;   თვალი ადევნეთ ჩვენს fb გვერდს და youtube channal-ს. https://www.facebook.com/Detailinggaragetbilisi/ https://www.youtube.com/user/Chcarwash


ცვლილებები როვის ხალიჩების სამრეცხაოს წესებში
თარიღი: 27.02.2019
2019 წლის 27 ნოემბრიდან ცვლილებები შევიდა რობის ხალიჩების სამრეცხაოს წესებში.   1."რობი" იღებს ვალდებულებას მომხმარებელს მოემსახუროს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით. 2.ზიანი რომელიც მიადგა "რობის"/მომხმარებელს სახელშეკრულებო[სამოქალაქო] ურთოერთობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებელის მიერ. 3. "რობი" იღებს ვალდებულებას შეკვეთის მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღეში მოახდინოს ხალიჩის ტრანსპორტირება ხალიჩის სამრეცხაოში; 4. "რობი იღებს ვალდებულებას შეკვეთის მიღებისან 10 სამუშაო დღეში დაასრულოს შეკვეთა [დაუბრუნოს მომხმარებელს გარეცხილი/ქიმიურად გაწმენდილი, გადაფუთული ხალიჩა შეკვეთის მისამართზე]. 5. შეკვეთის გამზადების შემდეგ მომხმარებელს აქვს 3 დღიანი ვადა რათა "რობის" შეუთანხმოს ხალიჩის დაბრუნების დრო. 6. 3 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება გადაიხადოს საფასური ხალიჩის დროებით შესანახი ადგილის დაკავებისთვის. 7. "რობის" უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე თქვას უარი მომსახურების განხორციელებაზე; 8. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების შეწყვეტა ხალიჩოს გარეცხვის დაწყებამდე. 9. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხალიჩის ხელმეორედ გარეცხვა შეკვეთის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, უსასყიდლოდ. 10. რობი ხალიჩას რეცხავს, ავტომატიზირებული ჩოთქის საშუალებით, შემდეგ იწურება სპეციალურ საწურში, შემდეგ შრება საშრობში/მზეზე. 11. რობი პასუხს არ აგებს რეცხვის/ქიმწმენდის დროს ხალიჩის დაზიანებაზე. 12. რობი პასუხს აგებს ხალიჩის რეცხვის/ქიმწმენდის შედეგად დაზიანებაზე რომელიც გამოწვეული, რობის თანამშრომლის მიერ ჩადენილი ბრალეული მოქმედებით, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. 13. რობი პასუხს არ აგებს საწურში ხალიჩის დაზიანებაზე, რეცხვის შედეგად ფერის გადასვლაზე. 14. ერთი კვადრატული მეტრი ხალიჩის რეცხვის ღირებულება (ტრანსპორტირებით) შეადგენს ოთხ ლარს; 15. ერთი კვადრატული მეტრი ხალიჩის ქიმიური წმენდის ღირებულება შეადგენს 7 ლარს (ტრანსპორტირებით) 16. მომხმარებელი ვალდებულია ეთანხმებოდეს წინამდებარე წესებს, რობისთან შეკვეთის გაკეთება ავტომატურად ნიშნავს რომ მომსახურების წესებს გაცნობილია მომხმარებელი და ეთანხმება მას. 17. რობი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 5 წლის განმავლობაში, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა რობი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდეს არაუფლებამოსილ პირებს. 18. რობი მომხმარებლის ბაზას გამოიყენებს საკუთარი მარკენტინგული კამპანიისთვის. 19. იმ მოხმარებელს რომელთაც არ სურთ ინფორმაცია ინახებოდეს რობის ბაზაში უნდა შეატყობინონ რობის ამის შესახებ და რობი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მოახდინოს ბაზიდან მომხმარბელის პერსონალური მონაცემების წაშლა. აღნიშნული წესები გავრცელდება 2019 წლის 28 თებერვლიდან.

;