2019 წლის 27 ნოემბრიდან ცვლილებები შევიდა რობის ხალიჩების სამრეცხაოს წესებში.

 

1."რობი" იღებს ვალდებულებას მომხმარებელს მოემსახუროს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით.

2.ზიანი რომელიც მიადგა "რობის"/მომხმარებელს სახელშეკრულებო[სამოქალაქო] ურთოერთობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებელის მიერ.

3. "რობი" იღებს ვალდებულებას შეკვეთის მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღეში მოახდინოს ხალიჩის ტრანსპორტირება ხალიჩის ამრეცხაოში;

4. "რობი იღებს ვალდებულებას შეკვეთის მიღებისან 10 სამუშაო დღეში დაასრულოს შეკვეთა [დაუბრუნოს მომხმარებელს გარეცხილი/ქიმიურად გაწმენდილი, გადაფუთული ხალიჩა შეკვეთის მისამართზე].

5. შეკვეთის გამზადების შემდეგ მომხმარებელს აქვს 3 დღიანი ვადა რათა "რობის" შეუთანხმოს ხალიჩის დაბრუნების დრო.

6. 3 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება გადაიხადოს საფასური ხალიჩის დროებით შესანახი ადგილის დაკავებისთვის.

7. "რობის" უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე თქვას უარი მომსახურების განხორციელებაზე;

8. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების შეწყვეტა ხალიჩოს გარეცხვის დაწყებამდე.

9. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხალიჩის ხელმეორედ გარეცხვა შეკვეთის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, უსასყიდლოდ.

10. რობი ხალიჩას რეცხავს, ავტომატიზირებული ჩოთქის საშუალებით, შემდეგ იწურება სპეციალურ საწურში, შემდეგ შრება საშრობში/მზეზე.

11. რობი პასუხს არ აგებს რეცხვის/ქიმწმენდის დროს ხალიჩის დაზიანებაზე.

12. რობი პასუხს აგებს ხალიჩის რეცხვის/ქიმწმენდის შედეგად დაზიანებაზე რომელიც გამოწვეული, რობის თანამშრომლის მიერ ჩადენილი ბრალეული მოქმედებით, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით.

13. რობი პასუხს არ აგებს საწურში ხალიჩის დაზიანებაზე, რეცხვის შედეგად ფერის გადასვლაზე.

14. ერთი კვადრატული მეტრი ხალიჩის რეცხვის ღირებულება (ტრანსპორტირებით) შეადგენს ოთხ ლარს;

15. ერთი კვადრატული მეტრი ხალიჩის ქიმიური წმენდის ღირებულება შეადგენს 7 ლარს (ტრანსპორტირებით)

16. მომხმარებელი ვალდებულია ეთანხმებოდეს წინამდებარე წესებს, რობისთან შეკვეთის გაკეთება ავტომატურად ნიშნავს რომ მომსახურების წესებს გაცნობილია მომხმარებელი და ეთანხმება მას.

17. რობი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 5 წლის განმავლობაში, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა რობი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდეს არაუფლებამოსილ პირებს.

18. რობი მომხმარებლის ბაზას გამოიყენებს საკუთარი მარკენტინგული კამპანიისთვის.

19. იმ მოხმარებელს რომელთაც არ სურთ ინფორმაცია ინახებოდეს რობის ბაზაში უნდა შეატყობინონ რობის ამის შესახებ და რობი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მოახდინოს ბაზიდან მომხმარბელის პერსონალური მონაცემების წაშლა.

აღნიშნული წესები გავრცელდება 2019 წლის 28 თებერვლიდან.


;