იმისათვის რათა უფრო მარტივი გახდეს ჩვენი მომავალი მომხმარებლისათვის გადაწყვიტოს ვისზე გააკეთოს არჩევანი როდესაც მას დასჭირდება ავრტომობილის ქიმიური წმენდა გადავწყვიტეთ ამ მომსახურების შესახებ გავსაუბრებოდით კომპანიის ქიმიური წმენდის ჯგუფის უფროსს ბატონ რობერტ ბოკოვს, ავარჩიეთ ხშირად დასმული კითხვები, და ვთხოვეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევაც არ დაეშურებინა მომხმარებელთათვის. 

 

ჭერის გაწმენდისათვის დრო რამდენი არის საჭირო?

 

ჭერის გაწმენდისათვის საჭიროა დაახლოებით 1 საათი, ჭერი ძალიან რთული გასაწმენდია დაზიანების და ჩამოვარდნის გარეშე, ამიტომ ყველა მას ვერ აკეთებს და სჭირდება მაღალი კომპეტენცია.

 

რა დრო სჭირდება ავტომობილის ქიმიურ წმენდას და რამდენს შეადგენს ღირებულება?

 

ავტომობილები დაყოფილია ორ კატეგორიად ჩვენთან, ჯიპი და სედანი.

წინასწარ ავტომობილის ქიმიური წმენდის დასრულების დროს ვერ გეტყვით რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენჯერ დასჭირდება ავტომობილს ქიმიური წმენდა რომ მივიღოთ დამაკმაყოფილებელი შედეგი, ერთ პროცედურას სჭირდება დაახლოებით 3-5 საათი, ამის შემდგომ თუ დამატებით დასჭირდება ხელახლა უნდა გამეორდეს აღნიშნული პროცედურა. ქიმწმენდის შემდგომ ხდება ავტომობილის გაშრობა, ჩვენი კომპანიის მოთოხვნაა ავტომობილი ჩვენთანვე გაშრეს რათა აცილებულ იქნეს თავიდან შემდგომი გართულებები რომლებიც გამოწვეულია ავტომობილის არასწორად გაშრობის გამო.

რაც შეეხება ღირებულებას სტანდარტული მომსახურების ფასი შეადგენს სედანის ტიპის ავტომობილზე 59 ლარს ხოლო ჯიპის ტიპის ავტომობილზე 69 ლარს.

 

ალკანტარას ნაჭერზე თუ გიმუშავიათ ან მსგავსზე, ხომ არ დაზიანდება (გაიქუცება) ?

 

კომპანია მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ავტომობილის დაზიანებაზე, დამატებითი უსაფრთოხების ზომები არის მიიღება უშუალოდ ავტომობილის ნახვისას, მენეჯერი რომელიც ჩაიბარებს მანქანას წინასწარ აფრთხილებს მომხმარებელს ქიმწმენდის პროცედურის შესახებ, მაგალითად თუ დაზიანებულია ავტომობილის ჭერი, დაწყებული აქვს ჩამოვარდნა, მენეჯერი მას აუცილებლად გააფრთხილებს რომ თუ ჭერს გავწმინდავთ დიდია რისკი მისი ბოლომდე ჩამოვარდნის, სხვა დანარჩენზე რაზეც წინასწარ არ იქნება გაფრთხილებული მოხმარებელი კომპანია სრულად აგებს პასუხს მიყენებულ ზიანზე.

 

გთხოვთ გვითხრად დეტალურად რა შედის ქიმიური წმენდის სტანდარტულ სერვისში და რა შედის არასტანდარტულ სერვისში.

 

სტანდარტულ სერვისში შედის სრული ქიმიური წმენდა (რამდენი პროცედურაც იქნება საჭირო იმდენი)

ავტომობილის ინტერიერის ხილული ნაწილის მთლიანი წმენდა,

სავარძელი,

იატაკი,

ფეხსაგები,

უსაფრთხოების ღვედი,

ტორპედო,

ჭერი,

საბარგული,

გაშრობა.

ყველაფერი რაც ავტომობილის ინტერიერში არსებობს და არის ხილული.

 

არასტანდარტულ სერვისში შედის ყველაფერი ის რაც სტანდარტულ სერვისში და დამატებით ავტომობილის ინტერიერის დაშლა სრულად, ხდება დემონტაჟი ყველანაერი დეტალის (ტორპედოს გარდა) და ხდება დამუშავება ანტიკოროზიული ხსნარით, ძირითადად იყენებენ მაშინ როდესაც ავტომობილში წყალი დაგუბდება, ჩაიქცევა ღვინო, ან არის რამე სპეციფიკური სუნი რომლის მოშორებაც არ ხდება სტანდარტული სერვისის დროს, ღირებულება არის ინდივიდუალური და წინასწარ არ განისაზღვრება რაიმე კონკრეტული ფასით, მინიმალური ღირებულება არის 200 ლარიდან.

  

რა დაჯდება ჯიპის ქიმიური წმენდა რომელიც რეალურად დიდ სედანზე პატარა?

 

იმისათვის რათა მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში ჩვენთან რომელ კატეგორიაში გადის ავტომობილი საჭიროა მანქანის სარეგისტრაციო მოწმობას ჩახედოს და ნახოს, თუ სედანია მითითებული ჩვენ მოვემსახურებით სედანის ფასად თუ მაღალი გამავლობის არის მითითებული მოვემსახურებით ჯიპის პასად.

 

პ.ს. ჰეჩბეკი და კუპეს თუ არის მითითებული სედანის ფასად მოვემსახურებით, ხოლო უნივერსალს ჯიპის ფასად. მიკოავტობუსის და მინივენის ფასები წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული და დადგენილი არ არის.

  

როდესაც ტყავის სალონი გაცვეთილია, თუ შეიძლება ქიმწნენდის მერე რამე ეშველოს?

 

ტყავის გაცვეთილ სავარძლებს ქიმიური წმენდა რათქმაუნდა ვერ განაახლებს, ქიმიური წმენდის დროს მხოლოდ ხდება ავტომობილის გაწმენდა ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან.

  

ძრავის რეცხვის დროს გართულების შემთხვევაში რა ხდება? თუ თქვენი გარეცხვის შემდეგ დაეწყო მანქანას პრობლემები?

 

ძალიან კარგი შეკითხვაა, ავტომობილის ძრავის გარეცხვა ჩვენთან არ ხდება, ჩვენთან ხდება ხელით ავტომობილის ძრავის გაწმენდა, სპეციალური ხსნარის გამოყენებით რომელიც არ ასველებს ავტომობილის დეტალებს, დამზადებულია ნავთზე და ხდება მისი აორთქლება გაწმენდის დასრულებისთანავე. როგორც უკვე მოგახსენეთ კომპანია სრულად აგებს პასუხს მასთან ავტომობილის ჩაბარების შემდგომ ნებისმიერი სახის დაზიანებაზე.

 

დისკების გაწმენდის შესახებ გვითხარით ორიოდე სიტყვა

 

საკმაოდ ძვირი მომსახურებაა დისკების გაწმენდა და რთული, თუმცა დღეს ჩვენ ქიმიურ წმენდაზე ვსაუბრობთ ავტომობილის და არა დისკების წმენდაზე ამაზე ცალკე სტატია უნდა მოვამზადოთ, ორი სიტყვით რთულია აღწერა.

 

მინდა ჭერის გაწმენდა ხომ არ ჩამოვარდება?

 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჭერის გაწმენდაზე, თუ კომპანია ჩაიბარებს ავტომობილს ქიმიურ წმენდაზე და ჭერი ამის შემდგომ ჩამოვარდება ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები ავანაზღაუროთ ზიანი, თუმცა ჭერის გაწმენდას კომპანიაში მხოლოდ მე და რამდენიმე პირი ვაკეთებთ რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია და მინიმუმამდეა დაყვანილი მსგავსი შემთხვევები.

  

ცივი ამინდი თუ უშლის ხელს ქიმწმენდას?

 

ცივი ამინდი და ზოგადად უამინდობა ხელს უშლის მხოლოდ სპეციალისტს, ისიც იმ შემთხვევაში თუ რომანტიკოსი არაა და წვიმა არ სიამოვნებს, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ქიმიური წმენდის პროცედურას არ უშლის მას ხელს უამინდობა და ყინვა, ავტომობილის გაშრობა ხდება არა მზეზე არამედ სპეციალური აპარატურის გამოყენებით რომელსაც უამინდობა ხელს ვერ შეუშლის.

 

ქიმწმენდის შემდგომ სალონს რაიმე სპეციალური დამცავით   , დამარბილებლით ან რამე სხვა საშუალებით თუ ამუშავებთ?

 

ქიმიური წმენდის დროს გამოიყენება მხოლოდ ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარი, გამაპრიალებელი ხსნარი გამოიყენება ავოტმობილის პლასმასის დეტალებზე.

 

სუბარუ ფორესტერს რა ფასად მოემსახურებით, არც სედანია და არც ჯიპი?

 

სუბარუ ფორესტერი თუ არ ვცდები არის უნივერსალი და ის ჯიპის კატეგორიაში გადის.

 

ჩაწერა როგორ ხდება? რომელ დღესაც გვაწყობს თუ როდესაც მოგვიწევს?

 

რათქმაუნდა როდესაც თქვენ გაწყობთ, უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს და იქ ჩაეწერებით.

 


;