8 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის რეცხვისას.


1. დაუშვებელია მანქანის გარეცხვა პირდაპირ მზეში ან მაშინ, როცა მანქანა არის გახურებული/ცხელი.

2. რეცხვის შემდეგ დარჩენილი ლაქების ამოსაყვანად, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სახეხი, რადგან ის აუცილებლად დააზიანებს მანქანას. ეცადეთ გამოიყენოთ რბილი ზედაპირის მქონე ნაჭერი.

3. არასდროს დაასხათ საწმენდი საშუალებები პირდაპირ მანქანის ზედაპირზე, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომში მუქი ლაქების გაჩენა.

4. თავი აარიდეთ საბურავების ისეთ საწმენდ საშუალებებს, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს გამოხდილ ნავთსა და ბენზინს.

5. ავტომობილის გარეცხვა დაიწყეთ ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით. ანუ, რეცხვა აუცილებლად უნდა დაიწყოს საბურავებიდან და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ ზედა ნაწილზე.

6. გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი საპნები და ე.წ. „ჟელე“, ისინი გარეცხავს და დაიცავს კიდეც თქვენს ავტომობილს.

7. მანქანის შიდა ნაწილის გასუფთავების დროს, გაასუფავეთ იგი მთლიანად და ყურადღება მხოლოდ ერთ, ჭუჭყიან დეტალზე არ გაამახვილოთ.

8. ავტომობილის რეცხვის დროს, არ გამოიყენოთ ჭარბი რაოდენობით საწმენდი საშუალებები. ეცადეთ, მოახდინოთ მათი ავტომობილზე წასმა ზომიერად.


;