ოჯახებმა, რომლებსაც შვილები ჰყავთ იციან, თუ რა რთულია სახლის სუფთად შენარჩუნება, დაწყყებული ბინძური ფეხსაცმელებიდან, დამთავრებული ხალიჩებზე დაღვრილი წვეთებითა და პატარ-პატარა ჭუჭყებით. ხოლო, როდესაც თქვენ გამწმენდ საშუალებებს არჩევთ, არჩევისას უმნიშვნელოვანესია განიხილოთ, თუ რა ეფექტს მოუტანს ესა თუ ის გამწმენდი თქვენს ხალიჩასა და შესაბამისად, თქვენ ჯანმრთელობას.

   როდესაც მომხმარებელი ირჩევს საწმენდ საშუალებას, აკვირდება თუ რამდენად ძლიერია აღნიშნული საწმენდი ჭუჭყის ამოყვანის მხრივ, თუმცა, ნაკლებად ექცევა ყურადღება უსაფრთხოებას. საწმენდი საშუალებების უმეტესობა შეიცავს ტოქსინებსა და ქიმიკატებს, რომლებსაც სწრაფადვე ამოყავს ჭუჭყი ხალიჩიდან, თუმცა დროთა განმავლობაში აჩენს ლაქებს და აუფერულებს მას. ასევე, ტოქსინებითა და ქიმიკატებით გაჯერებული საწმენდები საზიანოა ჯანმრთელობისთვისათვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგან ისინი არა მარტო სუნთქავენ, არამედ ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილებით ეხებიან ამ საწმენდებით გაწმენდილ ხალიჩებს.

   ამ პრობლემების მოგვარება მარტივია...საჭიროა მხოლოდ, რომ ზემოთაღნიშნული საწმენდები შეიცვალოს ნაზი, ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით. ეკო-მეგობრული საშუალებებია მაგალითად,  ჭურჭლის სარეცხი საშუალებების უმეტესობა, მწვანე პროდუქტები, ხალიჩის დეზოდორიზატორი და ა.შ. ისინი ეფექტურია ლაქებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, ასევე, არ შეიცავენ ქიმიკატებსა და ტოქსინებს და შესაბამისად, მათი გამოყენება გარკვეულ რისკებთან არ არის დაკავშირებული. ამასთან, ეკო-მეგობრული საწმენდების გამოყენება არ ტოვებს ლაქებსა და არ აუფერულებს ხალიჩებს. 

  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საწმენდი საშუალებების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მასში არსებულ ტოქსინებსა და ქიმიკატებს და არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდებზე გააკეთეთ. ეკო-მეგობრული საწმენდი საშუალებები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, რომ შეინარჩუნოს სუფთა სახლი და მათი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა.


;