რეკომენდაცია, ავტომობილის ქიმიური წმენდის მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.

 

ინტერვიუ ჩვენი კომპანიის ქიმიური წმენდის ჯგუფის უფროსთან - რობერტ ბოკოვთან.

 

-         ბატონო რობერტ, რატომ გახდა საჭირო ამ თემაზე საუბარი?

 

-       სახელმწიფო ორგანიზაციები საჭირო ინვენტარის თუ მომსახურების შეძენას ახორციელებენ ელექტრონული ტენდერის საშუალებით. სახელმწიფო შესყიდვებზე პასუხისმგებლები არიან სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის თანამშრომლები რომლებსაც ევალებათ ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა. შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებმა არ იციან და არც ევალებათ იცოდენ თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს ავტომობილის ქიმწმენდა, ეს ბუნებრივია, ამიტომ ხშირად ხდება რომ სატენდერო დოკუმენტაცია არ არის დეტალური და მხოლოდ ზოგადი ტერმინებით არის გაჯერებული. მაგალითად რომ ქიმიური წმენდა უნდა განხორციელდეს უნაკლოდ, ავტომობილი უნდა გაიწმინდოს იდეალურად, გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის ხსნარები და ა.შ. რეალურად კი ვერც ხსნარის ხარისხის შემმოწმებლები არიან და ვერც განსაზღვრავენ თუ როგორია იდეალურად გაწმენდილი ავტომობილი, არის თუ არა ქიმიური წმენდა უნაკლოდ განხორციელებული. ეს ზოგადი ფრაზები ხშირ შემთხვევაში არაფრის მომცემია და პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით რომ პირდაპირ აზარალებს თავად შემსყიდველ ორგანიზაციებს ვინაიდან პრეტენდენტები რომლებიც ასეთ ზოგადი მოთოხვნების კვალობაზე იღებენ შესყიდვაში მონაწილეობას არიან გამოუცდელები, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა რომ სერვისი განახორციელონ, არ აქვთ შესაბამისი აპარატურა და მნიშვნელოვნად დაბალია მომსახურე პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია და კულტურა.

 

 

      - როგორ შეიძლება შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება ისე რომ კონკურენცია არ შეიზღუდოს?

 

     - კონკურენციის არ შეზღუდვა ეს მთავარი ამოცანაა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბების, თუმცა აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან რაციონალურად ხარჯონ სახელმწიფოს ხარჯები. თუ კონკურენციის შეზღუდვა მოდის წინააღმდეგობაში სახელმწიფო ხარჯების რაციონალურად ხარჯვასთან მაშინ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა აუცილებელი აღნიშნული სერვისის თუ ინვენტარის შეძენის შედარებით მაღალ ფასად ვიდრე შეიძინონ დაბალ ფასად მაგრამ ხარისხი იყოს არადამაკმაყოფილებელი. არადამაკმაყოფილებელი ხარისხი თავისთავშივე გულისხმობს არარაციონალურ ხარჯვას სახელმწიფო ფინანსების. ჩვენს ბიზნესზე რომ ვისაუბროთ, ავტომობილის ქიმიური წმენდა სრულფასოვნად რომ განხორციელდეს საჭიროა შესაბამისი ადგილი, ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და კვალიფიციური კადრი. დეტალურად რომ განვმარტოთ:

o   ადგილი - ავტომობილის ქიმიური წმენდა აუცილებლად უნდა განხორციელდეს ღია სივრცეში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს ავტოსამრეცხაო ბოქსში, გარაჟში, მიწისქვეშა სადგომზე და სხვა დახურულ ადგილებში ვინაიდან ქიმიური წმენდა ხორციელდება მაღალი კონცენტრაციის ქიმიური ნივთიერებების შემცველი ხსნარით და არ შეიძლება აღნიშნული ხსნარით მუშაობა დახურულ სივრცეში, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობისთვის არაა საფრთხისშემცველი და პირიქით სადეზინფექციო ფუნქციით გამოირჩევა, ქიმიური წმენდის დროს ჭარბი რაოდენობით აღნიშნული ხსნარით გაჯერებული ჟანგბადის სუნთქვა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ღია სივრცე არის საჭირო იმისათვის რათა სპეციალისტის ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი.

o     ინფრასტრუქტურა - ქიმიური წმენდის დროს აუცილებელია შესაბამისი კონსტრუქცია ჰქონდეს ქიმიური წმენდის სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციას, აღნიშნულ კონსტრუქციაზე უნდა დამაგრდეს ავტომობილიდან მოხსნილი სავარძლები, ფეხსაგები ხალიჩები, თავის მისადებები (ე.წ. პადგალოვნიკები),უნდა მოხდეს იმ ინვენტარის გამზიურება რომლებიც ქიმიური წმენდის დროს მოხსნილ იქნა ავტომობილიდან და განცალკევებულად გაიწმინდა. დამატებით აუცილებელია ორგანიზაციას ჰქონდეს საშრობი (ე.წ. სუშილკა) ვინაიდან არ მოხდეს ავტომობილის მზის ხარჯზე გაშრობის იმედად დარჩენა და უამინდობის შემთხვევაში რამდენიმე დღით დატოვება. თუ საშრობი არ აქვს ქიმწმენდის განმახორციელებელ ორგანიზაციას მაშინ სავსებით შესაძლებელია ავტომობილი არ გაშრეს უამინდობის პირობებში 10 დღის განმავლობაშიც კი. ამიტომ საშრობი აუცილებელი ელემენტია.

o              ინვენტარი - ქიმიური წმენდა ხორციელდება ქიმიური წმენდის სპეციალური აპარატით, რომლის საშუალებითაც ჯერ ქიმიური წმენდის ხსნარით იჟღინთება ქიმიური წმენდის ობიექტი (მაგალითად ავტომობილის სავარძლები) და შემდეგ ხდება გაჟღენთილი ხსნარის შეწოვა აპარატის საშუალებით. აღნიშნული აპარატი უკან გამოდევნის ხსნარს რომელიც თავის მხრივ იქნება დაგროვილი მტვერით და ჭუჭყით გაჟღენთილი, პროცედურების გავლის შემდგომ ავტომობილი იქნება სუფთა. აპარატურა მნიშვნელოვნად განსხვავდება და საჭიროა ქიმიური წმენდის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ არ მოახდინოს ეკონომია ქიმიური წმენდის აპარატურასთან დაკავშრებით და მუდმივად ჰქონდეს თანამედროვე ქიმირი წმენდის აპარატურა. ამასთან სავალდებულია ჰქონდეს მაღალი წნევის ჰაერის გამომფრქვევი აპარატი (ე.წ. ჰაერის კომპრესორი) სპეციალური თავაკით რომლის საშუალებითაც ხდება ავტომობილის ფეჩის და კონდიციონერის მილების დასუფთავება სადაც ბაქტერიები იყრის თავს წლების განმავლობაში და ყველაზე მაღალი კოეფიციენტი არის ანტისანიტარიის. აღარაფერს ვამბობ მაღალი ხარისხის ჩოთქზე, ნაჭერზე და შესაბამის საჭირო დეტალებზე.

o     კვაფიციური კადრი - უმნიშვნელოვანესია ჩვენს ბიზნესში, საქართველოში უმეტესობა ავტომობილის ქიმიური წმენდის სპეციალისტი არის თვითნასწავლი და გამოცდილება დაგროვებული აქვთ მხოლოდ პრაქტიკიდან გამომდინარე, ზოგიც საერთოდ უპრაქტიკოთ იღებს საკუთარ თავზე სპეციალისტობას. ქიმიური წმენდის სერვისის ცოდნა საკმაოდ მდიდარ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საჭიროებს ვინაიდან ძალიან იოლად შეიძლება დააზიანო ავტომობილი რომლის გამოსწორებაც მხოლოდ დაზიანებული დეტალის ჩანაცვლებით არის შესაძლებელი და სერვის ორგანიზაციას საკმაოდ ძვირი უჯდება არაკვალიფიციური კადრის მიერ განხორციელებული სერვისი ვინაიდან ხშირია მიყენებული ზიანის შემთხვევები რომლის ანაზღაურებაც თავად სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციებს უწევთ.

 

-   როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით სატენდერო დოკუმენტაცია რომელიც არც კონკურენციას შეზღუდავს და ამავდროულად მომსახურება იქნება მაღალი ხარისხის და არც სახელმწიფო თანხები არ დაიხარჯება არარაციონალურად.

 

      - სატენდერო დოკუმენტაციაში რომელიც ავტომობილის ქიმიური წმენდის მომსახურების შეძენას შეეხება აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნილი:

o        გამოცდილება;

o    ქიმიური წმენდის დროს გამოყენებული აპარატურის შესახებ ინფორმაცია და ეჭვის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაიტყოვოს უფლება მოითხოვოს ვარგისიანობის და შესაბამისობის სერთიფიკატი;

o       საშრობი;

o       ვალდებულება რომ 24 საათში ავტომობილი იქნება გაწმენდილი და სრულად მშრალი;

o       ერთდროულად მინიმუმ 2 ავტომობილის მიღება ქიმიური წმენდისათვის;

o       ფეჩის და კონდიციონერის მილების გაწმენდა შესაბამისი აპარატურით;

o       ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება (შესაბამისი სერთიფიკატის წარგენა)

 

      -   ამ რეკომენდაციის წაკითხვის შემდგომ ბუნებრივია შესაძლებელია გაჩნდეს შეკითხვა იზღუდება თუ არა კონკურენცია აღნიშნული მოთხოვნების გამოყენების შემთხვევაში ვინაიდან თქვენ ბრძანდებით ერთ ერთი მსხვილი ორგანიზაციის ქიმიური წმენდის ჯგუფის უფროსი და ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე.

 

     - კონკურენცია ნამდვილად არ შეიზღუდება, ვინაიდან პირადად მე ვიცი მინიმუმ 5 ორგანიზაცია რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები და მიაწოდოს სახელმწიფოს მაღალი ხარისხის სერვისი.

 


;